ვიცე - პრეზიდენტის მისალმება
პატივცემულო კოლეგებო, ვებ-გვერდის სტუმრებო,
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ნებისმიერი პროფესიული გაერთიანების დაფუძნება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვიწრო პროფესიული ინტერესების გარშემო შემოკრებილ ადამიანთა ერთობა, მით უფრო, როცა ეს ერთობა საუნივერსიტეტო საზოგადოებაა. თუ მეთანხმებით, მაშინ ადვილად ასახსნელია - რატომ გადავწყვიტეთ საქართველოში ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის დაფუძნება.
ალიანსის მიზანი სულ უბრალო რამ არის - პროფესიონალთა გადმოსახედიდან განვიხილოთ განათლების პრობლემები და შევთავაზოთ საზოგადოებას ახლებური ხედვა მათ გადასაწყვეტად; ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობების სულიერი აღზრდისა და ახალი გენერაციის პროფესიონალთა კორპუსის ფორმირებისთვის; ერთად გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას ქართული მეცნიერების ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები; დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს და კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ ხარისხის ნიშნული.
დარწმუნებული ვარ ბევრი გაიზიარებს ჩვენს პათოსს და შემოუერთდება ამ დიდ ერთობას...