რექტორის მისალმება
ზრდასრულთა განათლების სისტემა, უწყვეტი განათლების რეალიზაცია, კვალიფიციური საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, საზოგადოების განვითარებისა და წინსვლის უპირობო ბერკეტს წარმოადგენს.
„ბიზნესის და კონსალტინგის აკადემია“ (Business and Consulting Academy) ერთ-ერთი პირველი კერძო მულტიფუნქციური დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში საგანმანათლებლო საქმიანობის ფართო სპექტრს და საკონსულტაციო სერვისს აერთიანებს.
„ბიზნესის და კონსალტინგის აკადემია“ ეფუძნება პროფესიონალური საქმიანობის პრინციპს და გთავაზობთ, ერთის მხრივ, საგანმანათლებლო სერვისს, კერძოდ, სხვადასხვა პროფესიაში შესვლისათვის საჭირო სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მსურველთა მომზადებას, აქტუალურ თემებზე ტრენინგებისა და სასერტიფიკატო კურსების განხორციელებას და, მეორეს მხრივ, მაღალპროფესიონალურ კონსალტინგურ მომსახურებას, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საავტორიზაციო/სააკრედიტაციო დოკუმენტების მომზადებას, საგანმანათლებლო პროგრამების, ცალკეული სასწავლო პროგრამების მომზადება/რეალიზაციას და უცხოური კომპანიების სატენდერო მომსახურებას გულისხმობს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ „ბიზნესის და კონსალტინგის აკადემია“ დაგეხმარებათ თქვენი მიზნების რეალიზაციაში.
დევი ხვედელიანი
სამართლის დოქტორი
რექტორი