პრეზიდენტის მისალმება
დიდი მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით.
საქართველოში 2009 წელს საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა მცდელობა შეექმნა კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია, რისი ორგანიზებაც მაშინ სამართლებრივად ვერ მოხერხდა, თუმცა 2017 წლის შემოდგომაზე ჩვენ ეს შევძელით.
მინდა მადლიერება გამოვხატო ასოციაციის თანადამფუძნებელთა მიმართ. მათ ბოლომდე უერთგულეს იდეას.
ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და ის მოქმედებს საკუთარი წესდების შესაბამისად.
ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ განათლების სფეროში ისეთი ნორმატიული აქტების მიღებისა და არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიცირებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას ამ დარგში.
ასოციაცია მოწოდებულია იყოს სიახლეზე ორიენტირებული თანამოაზრეთა ერთობა.
ჩვენ გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი და მძაფრი კონკურენციის პირობებში საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა ვაშენოთ ურთიერთთანამშრომლობის ხიდები, როგორ ვაკეთოთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, მომენტალურად გავცვალოთ საინტერესო გამოცდილება, გვქონდეს ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი, განსაკუთრებით კი, "ფორს მაჟორულ" სიტუაციებში.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენს ასოციაციაში გაწევრიანებას, გჯეროდეთ,რომ თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ამას ელოდით. ასოციაცია საკუთარ თავში აღმოგაჩენინებთ იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს ადრე წარმოგედგინათ.
ძალა ყოველთვის ერთობაშია!
კონსტანტინე თოფურია
პრეზიდენტი
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია