ერთი დღე ლექტორად
2018 წლის, 21-22 ივნისს, 12:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება პროექტის „ერთი დღე ლექტორად“ პრეზენტაცია, ლექციას ჩაატარებს ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
პროექტი მიზნად ისახავს დააინტერესოს სტუდენტები აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობით და ხელი შეუწყოს პროფესიული საქმიანობის პოპულარიზებას. გარდა ამისა, სტუდენტებს გამოუმუშავოს აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ინტერაქტიული კომუნიკაციის უნარები.
პროექტის ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი - კახა გოშაძე.
მონაწილე სტუდენტებისთვის გაიცემა სერთიფიკატები და აგრეთვე გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები, რომელთაც გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.