ჩვენ შესახებ

 

ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი (ANEU)  საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა.

ალიანსის საქმიანობა, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ჩვენ გვსურს, ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, დამატებითი სახსრების მოძიების გზით მათი ფინანსური გაძლიერება, განათლების შესაბამისობა შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან, მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის გაზრდა, ინოვაციებისა და კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა.

ალიანსი თავის წევრებს სთავაზობს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და კვლევითი საქმიანობის გაცვლის ფართო ასპარეზს. უნივერსიტეტებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება ერთობლივ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის გზით და მოახდინონ კონსოლიდირება საერთო ინტერესების დაცვის მიზნით.