BCA-ის შესახებ
ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემია BCA
აკადემიის ძირითადი დანიშნულება არის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ჩვენი წევრი უნივერსიტეტებისათვის, რაც თავის მხრივ მოიაზრებს: ავტორიზაცია-აკრედიტაციის ეტაპზე ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დოკუმენტების ერთობლივად მომზადებას, არსებული დოკუმენტების ექპერტიზას, ან ჩვენს მიერ მომზადებული ჩარჩო დოკუმენტების გადმოცემას გამოყენების თვალსაზრისით. ასევე აკადემია ახალ პროგრამებზე მუშაობის დაწყების წინ უნივერსიტეტებთან ერთად მოახდენს შრომის ბაზრის შესაბამისი სექტორის კვლევას. BCA-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, უნივერსიტეტებში მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით, თანამშრომლებისთვის ტრეინინგების ჩატარება იქნება. ასევე პროფესორ - მასწავლებლებისათვის სასერთიფიკატო კურსების გამოცხადება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიმართულებით.