ალიანსის სამეცნიერო საბჭო
ალიანსის სამეცნიერო საბჭო (იხილეთ დებულება) დაფუძნებულია ალიანსის წესდების შესაბამისად. საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური კვალიფიკაციის მქონე კომპეტენტური მეცნიერებისგან. შექმნილია სამუშაო ჯგუფები ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებების, დარგების და სპეციალიზაციის მიხედვით: ბიზნესის ადმინისტრირება; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სამართალი; სოციალური მეცნიერებები; ჯანდაცვა; ჰუმანიტარული მეცნიერებები; მიმართულებათშორისი დარგები და სპეციალობები. საბჭოში, აგრეთვე, მოქმედებს სამუშაო ჯგუფები: სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით.
საბჭოს ამოცანებია: ინტელექტუალური და პროფესიული საქმიანობა, რათა საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, და ზოგადად განათლების კერძო სექტორში, მიღწეულ იქნას მაღალი დონის, ცოდნაზე დაფუძნებული, ურთიერთგანვითარებასა და ურთიერთგამდიდრებაზე ორიენტირებული აკადემიური გარემო. ამისთვის საჭიროა შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა, რეალური ვითარების ადეკვატური შეფასებებისა და დასკვნების მომზადება, მონაწილეობა კვლევით, სტრატეგიულ, ბიზნეს და სამართლებრივი რეგულაციების პროექტების შემუშავებაში.