სტუდენტ - არქიტექტორთა თბილისის ეროვნული ოლიმპიადა

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ სათავე დაუდო ყოველწლიური ოლიმპიადების ჩატარების პრაქტიკას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტები. ყოველ წელს ოლიმპიადა განსაზღვრავს ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხს, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს და ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტები პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავებენ ამ თემებზე.

2018 წლისთვის პრიორიტეტი მიენიჭა საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ავტოფარეხების საზოგადო სივრცედ გამოყენების შესაძლებლობას. პროექტის სახელწოდებაა: "საბჭოთა ავტოფარეხები - ჩვენი პოტენციური საზოგადო სივრცე".

პროექტის მიზანია თბილისის მერიას და იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც მუშაობენ თბილისის ურბანულ განვითარებაზე შესთავაზოს ახალი იდეები ახალგაზრდა და ნიჭიერი მომავალი არქიტექტორებისა და ურბანისტების მეშვეობით.

ამ პროექტის მეშვეობით ვთვლით, რომ საბჭოთა კავშირის დროის ავტოფარეხების პრობლემა შესაძლოა ვაქციოთ შესაძლებლობად, რისთვისაც აუცილებელია ამ სივრცეების გადააზრება და მათი პოტენციალის აღმოჩენა.

პროექტის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია.

 

„ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის" დასკვნითი ღონისძიება

პროექტი „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა