საზაფხულო ბანაკი - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია 2018 წლის ზაფხულში ახორციელებს   საზაფხულო ბანაკს  სახელწოდებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება.

პროექტის მიზანია საინფორმაციო, კომპიუტერული და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული თანამედროვე პრობლემებისა და მიმართულებების გაცნობა, სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

ვინაიდან ბანაკში თავმოყრილნი იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ეს ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას, გაღრმავდება კომუნიკაცია უნივერსიტეტებს შორის და გაჩნდება შანსი მათ შექმნან საერთო პროექტები, რაც დადებითად აისახება ზოგადად საუნივერსიტეტო გარემოს განვითარებაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 80 სტუდენტის  საზაფხულო ბანაკში წაყვანა, სადაც ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ. სტუდენტებისთვის ტრეინინგებს ჩაატარებენ ამ კონკრეტული სფეროს ყველაზე წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები.

სტუდენტები შიერჩევა   საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ინფორმატიკის, ინჟინერიის, ეკონომიკისა, ჟურნალისტიკის, ბიზნესის და სამართლის სპეციალობის სტუდენტები, რომლებთაც გააჩნიათ საინფორმაციო, კომპიუტერული ტექნოლოგიების, მათემატიკის (ალგებრა) საფუძვლების ცოდნა.

საზაფხულო ბანაკი განთავსებული იქნება ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე-  „ ბაზალეთის სასწავლო ცენტრში“ .ბანაკში მონაწილე სტუდენტები უზრულვეყოფილები იქნებიან ტრანსპორტირებით,საცხოვრებლითა და კვებით.

პროექტის მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია.