Creathon – Educational Weekend
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზანს განათლების განვითარება, ინოვაციურობა და ტექნოლოგიური განვითარების გზების მოძიება წარმოადგენს.
კონკრეტული პროექტის მიზანი არის ისეთი იდეების მოძიება, რომლის განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება სამომავლოდ ცალკეული დარგების განვითარება, იქნება ეს სკოლამდელი, ზოგადი თუ უმაღლესი განათლების დაწესებულებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრეთვე საქართველოს მასშტაბით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი.
პროექტის ამოცანაა გამოცხადდეს იმ სტუდენტების მიღება, რომელთაც აქვთ იდეები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებზე (online სწავლება, ვიდეო გაკვეთილები, ანიმაციები, Youtube ჩენელი,ბლოგები). მოხდეს მათი რეგისტრაცია, ჯგუფობრივი დაყოფა, ამის შემდგომ ჩატარდება 2 დღიანი „ვორქშოპი“ იდეების დახვეწისთვის და საპრეზენტაციოდ მომზადებისთვის. კრეათონის დასრულების დღეს სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ იდეებს პრეზენტაციის სახით, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს იდეის პროტოტიპიც.
პროექტის დონორი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო