
Camp - “Introduction of ecosystems of Georgian and Ukrainian StartUps”
ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის საქმიანობის ერთ - ერთ პრიორიტეტია სწავლების ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა.
ჩატარდება ორდღიანი ღონისძიება, რომელიც იქნება ბანაკის სახის. ბანაკში აქტიურად ჩართული იქნებიან, როგორც საქართველოში მოღვაწე ქართველი წარმატებული სტარტაპერები, ასევე უკრაინაში მოქმედი სტარტაპერები, ისინი გაუზიარებენ ერთმანეთს თავიან გამოცდილებას, ასწავლიან სტუდენტებს, როგორ შეუძლიათ თავიანთი იდეების ჩამოყალიბება, დახვეწა, საქართველოსა და უკრაინაში იდეების განხორციელება.
პროექტის ამოცანაა ჩავატაროთ ბანაკი - ჰაკათონი, რისთვისაც პირველი ნაბიჯია გამოცხადდეს მიღება ქართველი სტუდენტების, ხოლო უკრაინის სტუდენტებთან ჩვენი ასოციაციის წევრი უნივერსიტეტებიდან მოხდება მათი მოწვევა, აუცილებელია რომ მათ ჰქონდეთ კონკრეტული იდეები, რომლის განვითარებაზეც უნდა იყვნენ ორიენტირებულები.
პროექტის დონორი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო