ზვიად გაბისონია სტუმრად ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში
✔️2019 წლის 21 მარტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ზვიად გაბისონია ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს ესტუმრა.
➡️ შეხვედრას ესწრებოდნენ 10 ქართული უნივერსიტეტის რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელები, დეკანები, პროფესორები, დოქტორანტები.
✔️შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.
ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დადგენილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე და ინიციატივებზე.
➡️ შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა და მას რექტორი, ალიანსის პრეზიდენტი კონსტანტინე თოფურია უძღვებოდა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
#ახალიევროპისუნივერსიტეტებისალიანსი
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
APU - ს წევრი უნივერსიტეტების გეოგრაფია გაფართოვდა !!! წაიკითხეთ მეტი
-
საჯარო ლექცია „გარაჟი -აშენებული დროებითობა “ წაიკითხეთ მეტი