ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან

28 დეკემბერი 2017

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მხარეების რაციონალური ინტეგრირება, უმაღლესი განათლების ფარგლებში სასწავლო პროცესისა და კვლევითი საქმიანობის კოოპერირება. სამეცნიერო ინფორმაციის ოპერატიული ურთიერთგაცვლა.

აკადემია და ასოციაცია ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების ურთიერთხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს: ახლებურად გააზრებული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი გარემოს ფორმირებას; რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლას; ერთობლოვი კვლევითი, საგანმანათლებლო, საგრანტო პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, მეცნიერული კვლევებისადმი სტუდენტების ინტერესის გაღვივებას, სასწავლო პროცესში აკადემიის წევრების მოწვევას; აკადემიის წევრთათვის საქართველოს უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტების საორიენტაციო კვლევების თემატიკის შეთანხმებას, აქტუალური სამეცნიერო პრობლემატიკის სფეროში ჩართვას, აკადემიის ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო განყოფილებების რესურსის გამოყენებას ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების სასწავლო პროცესში, სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებში.

მემორანდუმს მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მხრიდან კონსტანტინე თოფურიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

    წაიკითხეთ მეტი
  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი ასოციაციის წევრი გახდა

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა

    წაიკითხეთ მეტი