ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 მაისი 2018

2018 წლის 23 მაისს  ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ეიჩარ პროფესიონალთა გილდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის; რაც გულისხმობს შრომის ბაზრის ერთობლივ მიზნობრივ კვლევას; საკანონმდებლო ინიციატივების პროცესში ურთიერთჩართულობას;  ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების კურსდამამთავრებელთა სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებაში დახმარების გაწევას; საგრანტო პროექტებში თანამონაწილეობას; საერთაშორისო პარტნიორების ქსელის გაფართოების საქმეში ხელშეწყობას; ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ერთობლივი ტრეინინგების ორგანიზებას; პროფორიენტაციის მოდულ-კურსების საპილოტე რეჟიმში განხორციელებას ასოციაციის საბაზისო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში; დროის გამოწვევების შესაბამისად დეფიციტურ პროცესებში საავტორო აკადემიური პროგრამების ერთობლივად შემუშავება და აკრედიტაციას;

 

ასევე ნახეთ