ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან
2018 წლის 10 მაისს ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანია საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას ხელშეწყობა.
მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საზღვაო განათლების კურიკულუმების და ცალკეული სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარების, საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით. ასევე სტუდენტების მობილობის წახალისების და „დუალ პროგრამების“ მომზადების მიმართულებით. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის საზღვაო პროფილის უსდ-ების მოთხოვნის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ტრეინინგ-კურსების განხორციელების ხელშეწყობას, კურსდამთავრებულთა სტაჟირებას „კადეტთა სტატუსით“ შორეული ნაოსნობის გემებზე და ამ მხრივ სხვადასხვა საზღვაო კომპანიებთან პირდაპირი კავშირურთიერთობების დამყარებას.
ამგვარი თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორს შორის საზღვაო განათლების სრულყოფის მიმართულებით საქართველოში პირველი შემთხვევაა.
ასევე ნახეთ
-
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან
წაიკითხეთ მეტი -
შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წაიკითხეთ მეტი
-
პროექტი "ერთი დღე ლექტორად" დაიწყო წაიკითხეთ მეტი