ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს შორის
27
ნოემბერი
2018
2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს შორის.
მხარეები ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ სტუდენტთა პროფესიული დაოსტატების მიმართულებით
ჩაერთვებიან საგრანტო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში.
მიზნობრივი ტრენინგების, სტუდენტთა სეზონური ბანაკების ორგანიზებაში.
ადამიანის უფლებების სასწავლო მასალების გამოცემაში.
დონორებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორთან კომუნიკაციაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ გონაშვილმა.
ასევე ნახეთ
-
პროექტი - "საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ" დასრულდა წაიკითხეთ მეტი
-
APU-ს ბრიფინგი IBSU-ს მხარდასაჭერად წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი