ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების ევროპულ ცენტრთან

14 მაისი 2018

2018 წლის 14 მაისს, „განათლების ევროპულ ცენტრში“ ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და განათლების ევროპულ ცენტრს შორის  მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმის მიზანია ასოციაციასა და ცენტრს შორის თანამშრომლობა და უმაღლესი  განათლების სფეროს მხარდასაჭერად ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მხარეები მემორანდუმის ფარგლებში  ითანამშრომლებენ ტრენინგ-მოდულების ერთობლივად მომზადებისა და განხორციელების, სტუდენტების კომპეტენციების გაფართოების, მათი დასაქმების, არასააუდიტორიო აქტივობების, საგრანტო პროექტებში თანამონაწილეობის მიმართულებით; განთლების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით აქტუალური პრობლემატიკის ლობირება საკანონმდებლო ინიციატივების ფორმით ამ  ურთიერთშეთანხმების პრიორიტეტია.

განათლების სივრცეში ორ აქტიურ სუბიექტს შორის მიღწეული ურთიერთშეთანხმება ახალი იდეების გენერირებისა და ძალების კონსოლიდირების კარგი საშუალება იქნება.

ასევე ნახეთ