„უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ პირველი ღონისძიება

19 მარტი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 19 მარტს, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლათფორმის“ ფარგლებში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მოღვაწე 50-მდე კომპანიას შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის IT სამსახურის უფროსმა მიხეილ დვალიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით დაგეგმილი სასწავლო პროგრამები და მოისმინეს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების მოსაზრებები. ღონისძიება, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სექტორის კერძო სექტორთან სისტემური დაახლოების ხელშეწყობას, კერძო სექტორის მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, რათა ეფექტურად დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანებმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები წარუდგინეს დამასწრე საზოგადოებას და კერძო სექტორის მხრიდან კონკრეტული რჩევები მოისმინეს ბაზარზე არსებული საჭიროებების, მოთხოვნების და შესაძლებლობების მიმართულებით. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულების ზვიად ქვლივიძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და აუცილებლად გაგრძელდება ვიწყო ჯგუფური სამუშაო შეხევდრების ფორმატით.

ასევე ნახეთ