ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი
📢 „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის,” „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით, 27-28 ივნისს გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი.”
✅ კონფერენციის პირველი დღის თემატიკა იყო: ციფრული ტრანსფორმაცია: სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის როლი ინოვაციების განვითარების, ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების სფეროში.
✅ კონფერენციის მეორე დღემ გააერთიანა თემები: უნივერსიტეტები და IV ინდუსტრიული რევოლუცია - გამოწვევები და პერსპექტივები. სამუშაო საკითხები გახლდათ: უნივერსიტეტის როლის ტრანსფორმაცია “ცოდნის ეკონომიკის” კონტექსტში, უნივერსიტეტის როლი ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიები საუნივერსიტეტო სწავლა/სწავლების პროცესში.
➡️ კონფერენცია რამდენიმე ფორმატს ითვალისწინებდა: პრეზენტაციები, კონკრეტული ქეისების განხილვა და პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სააგენტოების (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), უნივერსიტეტების, ICT კლასტერისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
#ახალიევროპისუნივერსიტეტებისალიანსი
საქართველოს უნივერსიტეტი
ასევე ნახეთ
-
პროექტი - "Creathon Educational Weekend" წარმატებით დასრულდა წაიკითხეთ მეტი
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
მიხეილ ბატიაშვილი საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდა წაიკითხეთ მეტი