სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ასოციაცია APU-ს წევრი გახდა!
საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას კიდევ ერთი წევრი - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი შეემატა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - ზაზა მარუაშვილი: „- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე წლებია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება. მათ აქვთ ყოველწლიური მიღების კარგი მაჩვენებელი, გამოირჩევიან გრანტოსანთა დიდი რაოდენობით. ამავდროულად ჰყავთ ძალიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. უნივერსიტეტს აქვს სპეციფიკური პროგრამები. მაგალითად, თეოლოგიის პროგრამა (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო), რომელიც მათ გააჩნიათ ბევრ უნივერსიტეტში არ არის, თუ არ ჩავთვლით საპატრიარქოს უნივერსტეტებს. სამოქალაქო სექტორში ასეთი კარგი პროგრამა და ამ სპეციფიკის არ გაგვაჩნია.
„საბაუნი“ არის სიახლეზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. არიან საერთაშორისო მიმართულებით ინტეგრირებული რამდენიმე ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ვაჟა ვარდიძე, რამდენჯერმე მონაწილეობდა სხვადასხვა სახის საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმებში. ბოლო პერიოდში ის წარმოადგენდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას რომის ძალიან დიდ სამეცნიერო ფორუმზე. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნაი, რომ ასეთი კარგი ბექგრაუნდის მქონე უნივერსიტეტი, გარკვეულწილად იქნება არაჩვეულებრივი რესურსი ასოციაციისთვის, და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ასოციაციასაც ბევრი სიკეთის მიცემა შეუძლია უნივერსიტეტისთვის, რომ ის კიდევ უფრო განვითარდეს, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსიდან მოიპოვოს უნივერსიტეტის სტატუსი, ანუ დაიმატოს სადოქტორო პროგრამები და ა.შ. ასე, რომ გაწევრიანების სარგებელი და ხიბლი ორმხრივია."
ვაჟა ვარდიძე - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი- სუხლხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი მოხარულია, რომ გაწევრიანდა საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციაში, რომლის საქმიანობა მიმართულია საგანამანათლებლო სისტემაში ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე დამკიდრებისაკენ. ამ თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა, არამხოლოდ საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და ამით გავაძლიეროთ საერთო საუნივერსიტეტო საქმიანობა, არამედ ერთობლივად დავსახოთ პრობლემათა დაძლევის გზები. ეს არის აგრეთვე კარგი პლატფორმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის და აგრეთვე საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალის წარმოსაჩენად ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ასევე ნახეთ
-
„გამოცდილების გაზიარება პროფესიულ განათლებაში“ წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში წაიკითხეთ მეტი
-
ასოციაციის მილოცვა ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინას“ წაიკითხეთ მეტი