სტუმრად აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან
თელავის რაიონის სოფელი ბუშეტი საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრად იქცა.
შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის სათაო ცენტრში 2018 წლის 23 ივლისს ვიზიტად იმყოფებოდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია.
შალვა ამონაშვილი 66 წლის მანძილზე, დღემდე ეწევა სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის გახლავთ: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ოცდაათზე მეტი მონოგრაფიის ავტორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჰუმანური პედაგოგიკის ლაბორატორიის გამგე, სოფიის უნივვერსიტეტის დოქტორი (Honoris Causa), პედაგოგიური ხელოვნებისა და სოციალიზაციის აკადემიის რექტორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, მისივე სახელობის საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი, ჰუმანური პედაგოგიკის ანთოლოგიის გამომცემელი (გამოცემულია 40 ტომი), პოსტსაბჭოთა სივრცეში 120 ქალაქის მრავალი ექსპერიმანტული სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
სწორედ ბუშეტში, 2011 წლის 17 ივლისს, ჰუმანური პედაგოგიკის მეცნიერთა და პროფესიონალთა პირველ საერთაშორისო შეკრებაზე მიღებულ იქნა ჰუმანური პედაგოგიკის მანიფესტი.
ასოციაციის მიზანია საქმიანი ხანაგრძლივვადიანი ურთიერთობების დამყარება და ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ორგანიზაციის სესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება ქართულ საგამანათლებლო სივრცეში.
ასევე ნახეთ
-
SOS information წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
APU ტრეინინგი წაიკითხეთ მეტი