სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებები უმაღლეს სასწავლებლებში

9 დეკემბერი 2017

9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა სახლში არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციამ" პრესკონფერენცია გამართეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგროვდა სადაო საკითხები, სირთულეები, რომელთაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ყოველდღიურად აწყდებიან, თუმცა ისინი ამ პრობლემებზე სხვადასხვა მიზეზების გამო ხმამაღლა არ საუბრობენ.

არსებობს უამრავი პრეცედენტი, რომლის დროსაც ირღვევა, როგორც სტუდენტის, ასევე პროფერ-მასწავლებელთა უფლებები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციის დადგენილი წესები.

ხშირია პროფესორ-მასწავლებელთა უფლებების დარღვევაც როგორც შრომითი, ისე საავტორო უფლებების კუთხით. ამასთანავე ხშირია შრომითი ურთიერთობების პირობების დარღვევა. არის შემთხვევები, როდესაც აკადემიური თანამდებობის მქონე პირებს უმაღლესი სასწავლებელი უხდის ხელფასს მხოლოდ ჩატარებული ლექციების მიხედვით და არ ითვალისწინებს მის მონაწილეობას სხვა აკადემიურ აქტივობებში. ანაზღაურების საკითხებში კიდევ არაერთი პრობლემა არსებობს.

ამ პრობლემების უკეთესად შესასწავლად და რეაგირების მექანიზმების შესამუშავებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციამ" გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც უახლოეს მომავალში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა დაცვის ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე ნახეთ