შეხვედრა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში

9 ოქტომბერი 2018

2018 წლის 5 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა კვერნაძე შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ, პროფესორ ა.ვ სპივაკოვსკის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რადას დეპუტატები,უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ექპერტები.

საუბრის თემა იყო სახელისუფლებო დონეზე უმაღლესი განათლების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების შესაძლო პერპექტივები და ამ საქმეში ასოციაციის ჩართულობის ფორმატის განსაზღვრა.

ასევე ნახეთ

  • „სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე.”

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციასა და კერძო კოლეჯებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ფონდთან

    წაიკითხეთ მეტი