შეხვედრა სტუდენტურ თვითმართველობებთან
18
აპრილი
2018
2018 წლის 18 აპრილს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიციატივით შეხვედრა შედგა წევრი უნივერსიტეტების სტუდენტურ თვითმართველობის პრეზიდენტებთან და მათ მოადგილეებთან.
ასოციაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტური თვითმართველობების ჩართულობის აუცილებლობას საგანმანათლებლო სფეროს გასაუმჯობესებლად, ასოციაციასა და მისი წევრი უნივერსიტეტების სტუდენტების დაახლოების მნიშვნელობას, საგრანტო პროექტებში ჩართულობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და მუდმივი თანმშრომლობის რეჟიმში გააგრძელებენ სამომავლო ურთიერთობას.
ასევე ნახეთ
-
ზვიად გაბისონია სტუმრად ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში წაიკითხეთ მეტი
-
პრეზენტაცია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
სამეცნიერო კონფერენცია წაიკითხეთ მეტი