შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე - მეტი უვიზო მიმოსვლის შესახებ

7 დეკემბერი 2018

2018 წლის 7 დეკემბერს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომლობით ჩატარდა შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

🔷შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა გიორგი გოგუაძემ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ მიაწოდეს სტუდენტებს ინფორმაცია უვიზოდ მიმოსვლის შესახებ და შესაძლო დამაბროკებელი გარემოები გააცნეს მათ.

🔶აღსანიშნავია სტუდენტების აქტიურობა და დაინტერესება ზოგადად ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

🔷 კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია გეგმავს კიდევ მრავალი აქტივობის ჩატარებას ნატოსა და ევროკავშირის ცენტრთან ერთად.

#APU
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

ასევე ნახეთ