შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში
25
ოქტომბერი
2018
2018 წლის 25 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლობითი ჯგუფი.
ასოციაციის პრეზიდენტმა კ. თოფურიამ, ვიცე-პრეზიდენტმა მ. თავხელიძემ მიულოცეს ქალბატონ სოფიოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვეს წარმატებები.
შეხვედრის მონაწილეებმა ზ. მარუაშვილმა, ზ. მიმინოშვილმა და გ. გახელაძემ ცენტრთან შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გააჟღერეს რამდენიმე პრაქტიკული ხასიათის იდეა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში კვლავაც გააგრძელებენ ინფორმაციების გაცვლას და განახორციელებენ დროის გამოწვევებზე ორიენტირებულ პროექტებს.
ასევე ნახეთ
-
ქართველოლოგთა ცენტრი ბუქარესტის უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
ცხადდება მიღება ტრენინგებზე წაიკითხეთ მეტი
-
უკრაინის კერძო უმაღლესი სასწავლებლების კონფედერენცია APU-ს პარტნიორი ხდება წაიკითხეთ მეტი