შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრესიდენტთან

14 დეკემბერი 2017

2017 წლის 14 დეკემბერს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციაში შედგა შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიც-პრეზიდენტთან მიხეილ კორძახიასთან.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაციები და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEORGIAN EMPLOYERS ASSOCIATION) დაარსდა 2000 წელს. ასოციაცია არის დამოუკიდებელი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად.

GEA არის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს დამსაქმებლებს (მეწარმეებს) საქართველოში. 1000-ზე მეტი წევრით GEA აერთიანებს ეკონომიკის ყველა სფეროს. ასევე, ასოციაცია ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პოლიტიკასა და პრინციპებს ბიზნესის განვითარების პარალელურად და მისი მთავარი ვექტორია ბიზნეს წრეების პრობლემების გადაჭრა,ბიზნესის სწორი და ეფექტური არსებობისათვის, რაც ეფუძნება საქართველოს მთავრობასთან და ასევე ყველა მესამე მხარესთან აქტიურ კოორდინაციას.

ასევე ნახეთ