შეხვედრა იაპონიის ელჩთან

13 დეკემბერი 2018

2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტს კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ესტუმრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ბატონი ტადაჰარუ უეჰარა.

🔵 საჯარო ლექციამდე ბატონი ტადაჰარუ უეჰარა შეხვდა ასოციაციის პრეზიდენტს კონსტანტინე თოფურიას.

➡️ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები, მათ შორის იაპონიის უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის თანამშრომლობის დაწყების მიმართულებები.

🔴 ლექციის ფარგლებში ბატონმა ტადაჰარუ უეჰარმა ისაუბრა იაპონიის განვითარების ისტორიასა და კულტურის, ამავდროულად იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

🔵 შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა სკოლისა და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორები და ამავე სკოლების სტუდენტები.

ასევე ნახეთ