შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირინე აბულაძესთან
2018 წლის 14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე შეხვდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებსა და წარმომადგენლებს.
🔷აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი ვაშაკიძე.
🔶 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორიცაა:
➡️ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება
➡️ დისტანციური სწავლების პრობლემატიკა საქართველოში
➡️"განათლების ექსპორტი"
➡️ განათლების სამინისტროს ჩართულობა სამოქალაქო სექტორთან მიმართებით
🔶 მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთანამშრომლობის მიმართლებებზე მათ შორის სხვადასხვა სტრუქტურულ პროექტებში სამინისტროს მხრიდან ასოციაციის მხარდაჭერაზე.
ასევე ნახეთ
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წაიკითხეთ მეტი
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან წაიკითხეთ მეტი