შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან
12
ნოემბერი
2018
2018 წლის 12 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
მისასალმებელია ცენტრის დირექტორის - გიორგი ვაშაკიძის კონსტრუქციული და ღია დამოკიდებულება ასოციაციის მიმართ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხები.
ბატონმა გიორგიმ ასოციაციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას და განათლების სხვადასხვა საკითხთან მიმართებით ეფექტიან კოორდინაციას.
ასევე ნახეთ
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი წაიკითხეთ მეტი
-
„სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ რეალურ დროში პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ თბილისის ურბანულ სივრცეებზე.” წაიკითხეთ მეტი