შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსთან”

4 იანვარი 2018

2018 წლის 4 იანვარს გაიმართა შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსა” და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე და უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის ოფიცერი ელენე ჯიბლაძე; ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი მანანა თევზაძე და პროექტების მენეჯერი ლიზა ამილახვარი.

შეხვედრისას საუბარი გაიმართა განათლების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ; მოხდა აზრთა გაცვლა ამ სექტორის განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტების პერსპექტივებისა და შესაძლო თანამშრომლობის სამომავლო ფორმატზე.

ასევე ნახეთ

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს შორის

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა სტუდენტებთან

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაცია ქ.თბილისში ხორავას ქუჩაზე და წყალტუბოს რაიონში მომხდარ საზარელ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

    წაიკითხეთ მეტი