შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
22
თებერვალი
2018
დღეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ შეხვედრა გამართა მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაციის „Promo-LEX” - ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ იონ მანოლესთან და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” - ის იურისტთან, ბატონ ნიკოლოზ ლეგაშვილთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. აგრეთვე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტური რეგიონების პრობლემების შესახებ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთო პროექტებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ევროპულ სტრუქტურებში ლობირების შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ასოციაციის წევრი უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას „Promo-LEX” - ის პროექტებში.
ასევე ნახეთ
-
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი (BAU) APU-ს წევრია !!! წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წაიკითხეთ მეტი
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი