საზაფხულო ბანაკი "თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება" ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გაიხსნა
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წლის 25 ივლისს გაიხსნა საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება.
პროექტის მიზანია საინფორმაციო, კომპიუტერული და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული თანამედროვე პრობლემებისა და მიმართულებების გაცნობა, სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხების გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების პრაქტიკული უნარების გამომუშავება.
საზაფხულო ბანაკის სტუდენტები შეიძენენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც სცილდება სტანდარტულ საუნივერსიტეტო კურსებს. დამატებითი ლექციები და სასემინარო მუშაობა, მათ შორის პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელადაც, სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს მისდიონ ტექნოლოგიურ პროგრესს.
ბანაკი სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობებთან ერთად სთავაზობს სექციებში მუშაობას მათი კონკრეტული ინტერესების მიხედივით; Blockchain ტექნოლოგია,ხელოვნური ინტელექტი,საინფორმაციო უსაფრთხოება,გეოინფორმაციული სისტემები,კვანტური ტელეპორტაცია.
სტუდენტებისთვის ტრეინინგებს ჩაატარებენ სფეროს ყველაზე წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლიდან. საზაფხულო ბანაკი განთავსებულია ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე- „ ბაზალეთის სასწავლო ცენტრში“ .
ასევე ნახეთ
-
ასოციაციის IV მმართველი საბჭოს სხდომა წაიკითხეთ მეტი
-
ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან წაიკითხეთ მეტი
-
„სიცოცხლის პოეზიის“ პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი