სამეცნიერო საბჭოს შეხვედრა

19 ოქტომბერი 2018

2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე   საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს; თანამედროვე ქართული მეცნიერების წყაროები, ცოდნის შესაძლებლობების გამოყენება, მეცნიერების ცალკეული დარგების საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, მეცნიერების დარგები რომლებიც აკმაყოფილებენ მათ წინაშე წაყენებულ საერთაშორისო მოთხოვნებს; მეცნიერების გავლენა ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე.

საკითხის განხილვის შემდეგ გამოვლინდა, საქართველოში ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა,ეკონომიკა; ბიზნესის მენეჯმენტი.

საბჭოზე საუბარი შეეხო სამეცნიერო სკოლების დეფიციტურ მაჩვენებელს, შრომის ბაზარზე პროფესიული კადრების მოთხოვნასა და მიწოდების პრობლემატიკაზე, რაც განათლებისა და მეცნიერების განვითარების მთავარი შემაფერხებელი გარემოებად დასახელდა.

საბჭომ,განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მომავალი კოორდინირებული მუშაობის ფორმატი შეიმუშავა, რომელიც ნოემბრის თვიდან  უწყვეტად განახლდება.

ასევე ნახეთ

  • პრეზენტაცია წმ.გრიგოლ ფერაძის სასწავლო უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე თევზაძესთან

    წაიკითხეთ მეტი
  • ევროკავშირის ქვეყნის უნივერსიტეტი APU-ს წვრია!

    წაიკითხეთ მეტი