სამეცნიერო საბჭოს საქმიანი შეხვედრა

24 მარტი 2018

2018 წლის 24 მარტს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციაში შედგა სამეცნიერო საბჭოს საქმიანი შეხვედრა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა წევრებისათვის საბჭოს მისიის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობას.

სხდომა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს ასოციაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, საბჭო დაკომპლექტებულია თავისი დარგის კომპეტენტური და კვალიფიცირებული მეცნიერებით. უფლებამოსილი პირებისგან შემდგარი საბჭო სწრაფად და ეფექტიანად მოახდენს რეაგირებას ყველა საფეხურის საგანმანათლებლო გამოწვევებზე.საბჭოს მისიაა იდეების გენერირება და საუკეთესო გამოცდილების მხარდაჭერა უმაღლესი განათლების სფეროში.

ასევე ნახეთ