სამეცნიერო კონფერენცია

24 მაისი 2018

2018 წლის 24 მაისს, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია გამართა.

პროფესორებისა და მასწავლებლების სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ზოგადი და უმაღლესი განათლების დაახლოვება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება, სკოლის მასწავლებლების კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარება იყო.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგენენ ცნობილი ისტორიკოსები,ფილოსოფოსები,იურისტები. განათლების სფეროს წარმომადგენლები.

სამეცნიერი კონფერენციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე-თამარ ტალიაშვილი ხელმღვანელობდა.

კონფერენციაში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით.

 

თამარ ტალიაშვილი- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - “ მე მიმაჩნია, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მიერ ჩატარებული კონფერენცია , რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, იყო მეტად მნიშვნელოვანი თავისი თემატიკიდან გამომდინარე და აგრეთვე მისი ფორმატიდან გამომდინარე, კონფერენციაში მონაწილეობის მიიღების საშუალება მიეცათ არა მარტო აკადემიური ხარისხის მქონე პირებს- დოქტორებს მეცნიერებს, მკვლევარებს,არამედ ასევე საჯარო სკოლების პედაგოგებს. ამგვარი ფორმატი არის ნამდვილად პლატფორმა , ასევე ონოვაცია.

მე მინდა მივულოცო ეს კონფერენცია კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას, მიმაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი რომელსაც დგამს ეს ასოციაცია არის ნამდვილად იქითკენ მიმართული, რომ განათლება საქართველოში კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს. ასოციაცია ხელს უწყობს განათლების სფეროში ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია იქითკენ რომ მიწოდება და ხარისხი , პროსიონალიზმი და ასევე შრომითი ბაზრის მოთხოვნა მოვიდეს შესაბამისობაში ,რაც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა.

 

ზვიად მიმინოშვილი - კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე- „ კონფერენცია ეძღვნებოდა 1918 წლის 26 მაისს, დამოიკიდებლობის გამოცხადების დღეს. ამ დღის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში რამდენი ხანია უკვე  საუბრებენ, თუმცა გაცილებით უფრო ბევრი ხნის მანძილზე ტაბუირებული იყო.

ჩვენ ეს დღე , რაღაცნაირად საზეპიროსავით გვაქვს, ,მაგრამ მნიშვნელობის მიხედვით თუ რა არის ეს, ამას სჭირდება ფიქრი ,ამას სჭირდება გააზრება. ეს არის ისეთი კონფერენცია რომელიც არავის შეუკვეთია, ეს არის ჩვენი ინიციატივით ჩატარებული. ეს ჩვენ გვინდა , რომ მეცნიერებმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილონ , ეს არის თავისუფლების რეალიზება.ჩვენ ჩვენი ფორმითაც ვართ ამ ღირებულებასთან ახლოს და იმ 26 მაისის იდეალების განხორციელებას ვცდილობთ.

მეორე , ეს არის სკოლის, მოსწავლეების და სასკოლო საგანმანათლებლო სიტუაციიის მხარდაჭერის პროგრამა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია ყოველთვის ზრუნავს და ფიქრობს იმაზე თუ როგორი ბაკალავრიტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის ახალგაზრდობა ეყოლება საქართველოს , სტუდენტებს საფუძველი ეყრებათ სწორედ ამ 12 წლის განამავლობაში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების დაახლოება უმაღლესს განათლებასთან.

 

 

 

ასევე ნახეთ

  • ICC Georgia აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალგაზრდულ ფრთაში

    წაიკითხეთ მეტი
  • საიმიჯო პრეზენტაცია

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაცია ქ.თბილისში ხორავას ქუჩაზე და წყალტუბოს რაიონში მომხდარ საზარელ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

    წაიკითხეთ მეტი