საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა

17 ნოემბერი 2017

საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ასოციაციის პრეზიდენტია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, თანადამფუძნებლები - მამუკა თავხელიძე და რ.მაიკლ ქაუგილი, აღმასრულებელი დირექტორია ზაზა მარუაშვილი. 

”ასიციაციის მიზანია საქართველოში ახალი ცოდნის გენერირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განათლების სფეროში ძლიერი კერძო უმაღლესი სასწავლებლების სექტორის განვითარება და ჯანსაღი კონკურენციის დაცვის უზრუნველყოფა”- აცხადებს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი 

მისივე თქმით, ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციაში შემავალ კერძო სასწავლებლებს შორის მართვისა და ინფორმირების ეფექტური ქსელის შექმნა, დამატებითი დონორი ორგანიზაციების მოზიდვის გზით სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სტუდენტებისა და პროფესორების სამართლებრივი უფლებების დაცვა, კერძო სასწავლებლების შიდა კონსოლიდირება და საზღვარგარეთის აკადემიურ პროგრამებში მათი კოოპერირება.

 

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    წაიკითხეთ მეტი
  • სტუმრად აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან

    წაიკითხეთ მეტი
  • ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს ახალი წევრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეუერთდა

    წაიკითხეთ მეტი