საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა

25 ოქტომბერი 2017

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მისიაა  საქართველოში ახალი ცოდნის  გენერირება  და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა,  განათლების სფეროში ძლიერი კერძო სექტორის განვითარება და ჯანსაღი კონკურენციის პირობების დაცვის უზრუნველყოფა.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

ასოციაციის მიზანია მართვისა და ინფორმირების ეფექტური ქსელის შექმნა, დამატებითი დონორი ორგანიზაციების მოზიდვის გზით,  სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სტუდენტებისა და პროფესორების სამართლებრივი უფლებების დაცვა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების შიდა კონსოლიდირება და საზღვარგარეთის აკადემიურ პროგრამებში მათი კოოპერირება.

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირინე აბულაძესთან

    წაიკითხეთ მეტი
  • სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ასოციაცია APU-ს წევრი გახდა!

    წაიკითხეთ მეტი