საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
✅ 2018 წლის 26 ნოემბერს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის.
🔴 დოკუმენტის მიხედვით: მხარეები მოამზადებენ ერთობლივ სხვადასხვა პროექტებსა და სამეცნიერო კვლევებს. მონაწილეობას მიიღებენ სალექციო კურსების, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებაში სწავლების ყველა დონეზე და უწყვეტი განათლების სასწავლო კურსების მომზადებასა და სწავლებაში;
🔵 გამართავენ ერთობლივ თემატურ კონფერენციებსა და სამეცნიერო, სასწავლო სემინარებს;
🔴 ორგანიზებას გაუწევენ სახელმწიფო ენის შემსწავლელ სეზონურ სკოლებსა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, აგრეთვე სამოქალაქო ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
➡️ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ.
ასევე ნახეთ
-
რას გულისხმობს სკოლების კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან თანამშრომლობა
წაიკითხეთ მეტი -
სოლიდარობა #IBSU -ს წაიკითხეთ მეტი
-
„გამოცდილების გაზიარება პროფესიულ განათლებაში“ წაიკითხეთ მეტი