საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა
28
ოქტომბერი
2018
2018 წლის 27 ოქტომბერს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.
პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებაში ხაზი გაესვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან გაფორმებულ მემორანდუმს.
ყრილობამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტად ქალბატონი მაია კობახიძე ერთხმად აირჩია.
ყრილობას ხელისუფლების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის პროფესიული კავშირების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ასოციაციის წარმომადგენლები: ზ. მიმინოშვილი და ნ. როსტომაშვილი.
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა ბუქარესტში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან წაიკითხეთ მეტი
-
„სიცოცხლის პოეზიის“ პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი