საჯარო ლექცია -"გარაჟი- სივრცე ინოვაციისთვის"

9 მაისი 2018

2018 წლის 8 მაისს, “ გალერეა ბიბლუსში“ , კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და “Urban Experiments Group” -ის ორგანიზებით ჩატარდება  მესამე  საჯარო ლექცია თემაზე „გარაჟი- სივრცე ინოვაციისთვის“. ღონისძიება პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ ფარგლებში გაიმართა.

საჯარო გამომსვლელი „Politecnico Di Milano“ არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრი, „TIMM ARCHITECTURE “-ის დამფუძნებელი - ნიკოლოზ ლეკვეიშვილი იყო.

ლექციაზე მოწვეულმა არქიტექტორებმა და სტუდენტებმა მომავლის სამუშაო სივრცე განიხილეს.

პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიზანია თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების სცენარების შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტის დამფინანსებელია ქ.თბილისის მერია და  ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა მიერ.

 

ასევე ნახეთ