საჯარო ლექცია „გარაჟი - ინკრემენტალური სივრცე“

1 მაისი 2018

2018 წლის 1 მაისს 19 საათზე, პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ ფარგლებში, ნაძალადევის მედიათეკაში  ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „გარაჟი - ინკრემენტალური სივრცე“.

საჯარო გამომსვლელი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, “MUA- Multiverse Architecture” -ის არქიტექტორი უჩა ზღუდაძე იყო.

 ლექციის ძირითადი თემა  ეხებოდა    “გარაჟების” რეტროსპექტული ანალიზს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ურბანულ ჭრილში. 

 პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიზანია თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების სცენარების   შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტში მონაწილე  სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას, აგრეთვე მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით, მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

 პროექტის დამფინანსებელია  ქ.თბილისის მერია  და ხორციელდება ახალგაზრდა არქიტექტორებისა და   “Urban Experiments Group” მიერ.

ასევე ნახეთ