საჯარო ლექცია „გარაჟი -აშენებული დროებითობა “

4 მაისი 2018

2018 წლის 4 მაისს 18:00 საათზე, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში , პროექტ „სტუდენტ-არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „გარაჟი -აშენებული დროებითობა “.

საჯარო გამომსვლელი იყო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბარსელონას უნივერსიტეტის მაგისტრი ურბანულ დიზაინში, „Tbilisi Architecture Biennial 2018“ დამფუძნებელი - თინათინ გურგენიძე.

ლექციაზე განიხილეს ავტოფარეხების ტრანსფორმირებული სივრცეების ნარატივი.

პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიზანია თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების სცენარების შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტში მონაწილე სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას, აგრეთვე მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით, მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

პროექტის დამფინანსებელია ქ.თბილისის მერია და ხორციელდება კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და “Urban Experiments Group” მიერ.

ასევე ნახეთ