რექტორთა საბჭოს სხდომა

17 ოქტომბერი 2019

📢 ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსმა 2018 წლის 17-18 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჩაატარა ალიანსის რექტორთა საბჭოს სხდომა.

 რექტორთა საბჭოს სხდომის პირველ დღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნათია მიქელთაძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე - “საზღვაო განათლება საქართველოში”.

წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნული საკითხის შესახებ და წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები.

ამავე დღეს ჩვენმა მოწვეულმა სტუმრებმა პოლონეთიდან წარმოადგინეს ანტიპლაგიატის პროგრამის პრეზენტაცია.

🔵 18 ოქტომბერს სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა ალიანსის რექტორთა საბჭოს სხდომა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის საკონფერენციო დარბაზში.

წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის განახლებული წესდება.

ისაუბრეს უნივერსიტეტების საჭიროებებსა და პრობლემატიკაზე.

ასევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.

🔴აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში წარმოდგენილი ალიანსის ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი და აგრეთვე უკრაინის ჰეტმანის და ყირგიზეთის უნივერსიტეტეტის წარმომადგენლები.

🔵ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და ბათუმის უნაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის ორგანიზატორობისთვის.

ასევე ნახეთ