Promo-LEX - ის ფორუმი ბუქარესტში
✅ 2018 წლის 6-9 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) Promo-LEX (Advancing democracy and human rights)-ისა და B.S.T (The Black Sea Trust for Regional Cooperation) - ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა.
🔴ფორუმში საქართველოდან მონაწილეობდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა კვერნაძე
🔴 ასევე მერი კოჭლამაზაშვილი (სახალხო დამცველის მრჩეველი დევნილთა საკითხებში)
🔵 მედეა ტურაშვილი (საქართველოს საელჩო შვეიცარიაში)
🔵 ნიკოლოზ ლეგაშვილი (კონსტიტუციის 42-ე მუხლი).
🔶შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კონფლიქტების კვლევის ვირტუალური ლაბორატორიის შექმნის პლატფორმა და მის განხორცილებაში დიალოგის მონაწილეთა მისიისა და სამომავლო სტატუსის შესახებ.
🔷ფორუმის ფორმატით შესაძლებელი გახდა ასოციაციას ეწარმოებინა მოლაპარაკებები აკადემიურ სუბიექტებთან, რომ დაიწყოს პროცესი ერთობის შემადგენლობაში გაწევრიანებისა: University of Bucharest (რუმინეთი),University Babes-Bolyai (რუმინეთი), Maastricht University (ჰოლანდია), Ulim University (მოლდოვა), ეროვნული უნივერსიტეტი „ოდესის იურიდიული აკადემია“ და ლვოვის კათოლიკური უნივერსიტეტი.
🔶პროდუქტიული აღმოჩნდა მოლაპარაკება ფონდთან B.S.T (The Black Sea Trust for Regional Cooperation) ასოციაციის სახელით 2 კონკრეტული საგრანტო პროექტის განაცხადის მომზადების დაწყებასთან დაკავშირებით.❗️
✅და ბოლოს, უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Promo-LEX (Advancing democracy and human rights)-თან, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროპის მასშტაბით.
ასევე ნახეთ
-
Easter Partnership | Promoting Common Values Through Education and Culture წაიკითხეთ მეტი
-
„ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის" დასკვნითი ღონისძიება წაიკითხეთ მეტი
-
პრეზენტაცია სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი