პროექტის "ერთი დღე ლექტორად" დასკვნითი ღონისძიება
22
მაისი
2018
2018 წლის, 21-22 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა პროექტის „ერთი დღე ლექტორად“ პრეზენტაცია, საჯარო ლექციები ჩაატარა ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
პროექტი მიზნად ისახავს დააინტერესოს სტუდენტები აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობით და ხელი შეუწყოს პროფესიული საქმიანობის პოპულარიზებას. გარდა ამისა, სტუდენტებს გამოუმუშავოს აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ინტერაქტიული კომუნიკაციის უნარები.
პროექტის ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი -კახა გოშაძე.
მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და აგრეთვე გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები , რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
ასევე ნახეთ
-
საზაფხულო ბანაკი - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება წარმატებით დასრულდა წაიკითხეთ მეტი
-
ასოციაციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წაიკითხეთ მეტი
-
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების ევროპულ ცენტრთან წაიკითხეთ მეტი