პროექტი - "Creathon Educational Weekend" წარმატებით დასრულდა

30 აპრილი 2018

28-29 აპრილს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიციატივით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა პროექტი - "Creathon Educational Weekend", რომელიც ორი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო სტარტაპებზე მუშაობას მოიაზრებდა.

2 დღის მანძილზე ჩამოყალიბდა 6 გუნდი, 2 მონაწილე კი ინდივიდუალურად იღებდა მონაწილეობას.

პროექტის გამარჯვებული გახდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები - ანი მანჯავიძე და სოფო გიორგაძე, გუნდი - "WeTutor".რომელთაც  პრიზად  750 ლარი გადაეცათ.

დახურვის ღონისძიებას სპიკერის და ჟიურის წევრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვალერიან გობრონიძე.

ასევე ნახეთ

  • შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსთან”

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციის მილოცვა ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტ „უკრაინას“

    წაიკითხეთ მეტი
  • შეხვედრა სტუდენტურ თვითმართველობებთან

    წაიკითხეთ მეტი