პროექტი „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა
თბილისში 1965-70-იანი წლებიდან, მანქანების დაცვის მიზნით, ე.წ გარაჟებით' საზოგადოებრივი სივრცის მიტაცება-დანაწევრებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
დღესაც ქალაქში არსებული ეზოების დიდი ნაწილი ქაოსურად განთავსებულ გარაჟებს' უჭირავს და უბნის ეს პოტენციური თავშეყრის სივრცე გადაქცეულია მანქანის დასაყენებელ ადგილად. შედეგად, ხშირ შემთხვევაში დაკარგულია სათამაშო სპორტული მოედნები, შეხვედრისა და ინტერაქციის ადგილები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეები.
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ინიცირებით შემუშავდა პროექტი, რომლის მიზანია ეს პრობლემა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რისთვისაც აუცილებელი იყო ამ სივრცეების გადააზრება და მათი პოტენციალის აღმოჩენა.
პროექტი განხორციელდა ჯგუფი @@”ურბანული @ექსპერიმენტების” ჩართულობით და მისი მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია.
თავდაპირველად შეირჩა პროექტის მონაწილე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.
მათვის პროექტის მენტორებმა ჩაატარეს სამი საჯარო ლექცია თემებზე - „გარაჟი“ - ინკრემენტალური სივრცე; "გარაჟი“- აშენებული დროებითობა და “გარაჟი“ - სივრცე ინოვაციისთვის.
სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ვორქშოპში სახელწოდებით „გარაჟი - პოტენციური საჯარო სივრცე", რომლის მიზანს სტუდენტებისათვის შემეცნების დონის ამაღლება წარმოადგენდა, მათთვის დიზაინისა და კვლევის იმ სპეციფიკური მეთოდის გაცნობა, რომელსაც დასავლეთში „Bbutton up” (ქვემოდან ზევით) ჰქვია და მოსახლეობისა და არქიტექტორ-ურბანისტების მჭიდრო ურთიერთობაზეა დამყარებული.
ამასთანავე, ვორკშოპის მიზანი ერთგვარი გზამკვლევის შექმნა გახლდათ, რომელშიც მოცემული იქნება ავტოფარეხებით დაკავებული საზოგადოებრივ სივრცეთა განვითარების სხვადასხვა სცენარი; ვორკშოპის მონაწილეები შეეცადნენ განსხვავებული სცენარით დაენახებინათ ადგილობრივ მოსახლეობასთვის , რომ არსებულ სივრცეებს გააჩნია პოტენციალი იყოს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, კომერციული, რეკრეაციული ან სხვა ფუნქციის მქონე.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა თბილისში სამი კონკრეტული ლოკაცია: ქალაქის ორი ბიპოლარული გარეუბანი: გლდანი და ვარკეთილი, და ასევე, ქალაქის ცენტრის მაგალითისათვის ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორია; პროექტის მიზანია სამი ისეთი მაგალითის შექმნა, რომელიც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიყენოთ ის როგორც შაბლონი სხვა ლოკაციებისთვისაც.
ერთი მხრივ, ვორკშოპის შედეგად სხვადასხვა ადგილებისა და მოცემულობების გათვალისწინებით შეიქმნა გარაჟების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცის განვითარების სცენარები, და ამ სცენარებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება მსგავსი პრობლემების მეტ-ნაკლებად სტანდარტიზირება და ჩარჩოებში მოქცევა, რაც გააადვილებს შემდგომში ასეთივე ამოცანებზე მუშაობას; მეორე მხრივ, ვორკშოპში მონაწილეობით სტუდენტებმა შეიძინეს გამოცდილება,რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით, მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით და მათი აზრის გათვალისწინებით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.
მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და დაჯილდოვდნენ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსი" -ს მიერ.
ასევე ნახეთ
-
რექტორთა საბჭოს სხდომა წაიკითხეთ მეტი
-
პრეზენტაცია წმ.გრიგოლ ფერაძის სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრესიდენტთან წაიკითხეთ მეტი