პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის„ მონაწილე სტუდენტებს ფაბლაბმა უმასპინძლა

29 მაისი 2018

2018 წლის 28 მაისს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის„ მონაწილე სტუდენტები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბში იმყოფებოდნენ.

სტუდენტებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მენეჯერმა- ივანე ნაზღაიძემ უმასპინძლა.

ფაბლაბი პროექტში მონაწილე სტუდენტებს ეხმარება საბოლოო ღონისძიებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით შექნან თავიანთი არქიტექტორული პროექტების მაკეტები. რაც ხელშეუწყობს მათ ცოდნის ამაღლებას ამ მიმართულებით.

„ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადა” მიზნად ისახავს თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრებას, მათი პოტენციალის აღმოჩენას და განვითარების სცენარების შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტის ხელშემწყობია ქ.თბილისის მერია და ხორციელდება “Urban Experiments Group” -ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ.

პროექტების წარდგენა მოხდება ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში. მონაწილე სტუდენტებისთვის  გაიცემა სერთიფიკატები და დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსი" -ს მიერ. 

ასევე ნახეთ

  • BCA - ის ტრენინგი თემაზე „ლიდერობის ხელოვნება, წარმატებული გუნდური მუშაობა და სიტუაციის მართვა“

    წაიკითხეთ მეტი
  • გამოხმაურება ასოციაციის ინიციატივასთან დაკავშირებით!

    წაიკითხეთ მეტი
  • მიხეილ ბატიაშვილი საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდა

    წაიკითხეთ მეტი