პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
31
იანვარი
2018
ვიდეოთვალთვალი და მონაცემთა გასაჯაროება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები და ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ
-
ზვიად გაბისონია სტუმრად ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში წაიკითხეთ მეტი
-
საჯარო ლექცია “ ნარკოპოლიტიკა საქართველოში” წაიკითხეთ მეტი
-
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორდა წაიკითხეთ მეტი